პირველი შუალედური

ვულკანი



ანტოფაგასტა-დე-ლა-სიერა - ვულკანური ველი არგენტინაში. შემადგენელი ვულკანების მთავარი მახასიათებელია მკვეთრი კონუსი. არეალი მოიცავს არგენტინის პუნას რეგიონის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანებს. მდებარეობს სალარ-დე-ანტოფალიის ვულკანურ ველსა და კერო-გალანის კალდერას შორის.ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამ ვულკანების ასაკი მხოლოდ რამდენიმე ათასი წელია. ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლე 4,000 მეტრია.